ცვლილება, რომელიც 2 ნოემბრიდან ამოქმედდება - ნახეთ, ვის შეეხება

მართვის მოწმობა

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან ქალაქ გორში B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორი საგამოცდო მარშრუტი შეიცვლება.

უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანი საგამოცდო პროცესის გაუმჯობესებაა.

შესაბამისად, პირებს, რომლებიც გორში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას აპირებენ, 2 ნოემბრიდან განახლებული მარშრუტების გათვალისწინება მოუწევთ.

განახლებული საგამოცდო მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

✕