„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
1793378800
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშესთან, ანდრეა ჩილენტოსთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იტალიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, უწყებებს შორის აქტიური კომუნიკაციის განვითარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების მიზნით სასწავლო კურსებში მონაწილეობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით არდაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ანა ლურსმანაშვილი.
მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე, რაც საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.