წვიმა, ელჭექი, სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გაზაფხულის წვიმა

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 

„მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
თუმცა ნალექი არსად გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე, მზიანი და თბილი საათები კვლავ დარჩება ჩვენი ყოველდღიურობის მთავარ ფერად, მხოლოდ საღამოსა და ღამის საათებში გაგვიავდრდება, ქარის გაძლიერებით.
სითბო და სინათლე ისევ ჩვენთანაა, ხოლო წვიმა მხოლოდ ხანმოკლე ხნით, თითქოს ბუნების ემოციური შეხსენება იქნება, რომ ყოველი დღე თავისი სიურპრიზით მოდის.
გისურვებთ საოცარ დღეებს და აქვე გეტყვით, რომ მზის ულტრაიისფერი ინდექსი მაღალია, შეგიძლიათ გაირუჯოთ და გაზაფხულზეც დატკბეთ მშვენიერი ნამზეურით",- წერს კობა ფარტენაძე.