1747757404
წვევამდელი 1000 ლარით დაჯარიმდება, სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის - ახალი საკანონმდებლო ცვლილება

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობაზე ფულადი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.
პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, აღნიშნული კანონდარღვევისთვის პირის 1000 ლარით დაჯარიმება მოხდება.
დღეს მოქმედი კანონით, 1 000 ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით, გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზე.