შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ცნობილია „დირსის“ კომპლექსში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა.
ის 37 წლის გრიგოლ დოჩიაა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 4 ადამიანი ცივი იარაღით „დირსის“ დასახლებაში გუშინ, დღის ბოლოს დაჭრეს. აქედან ერთი მალევე დაიღუპა. მძიმედ მიიჩნევენ ექიმები კიდევ ორის მდგომარეობას. მათ ღამით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ. დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.