1752349956
ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

„ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული კოლეგის, ექიმი მეან-გინეკოლოგი მაია მჟავანაძის გარდაცვალების გამო.
მაია ექიმის სახით, დავკარგეთ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში შეუდარებელი პროფესიონალიზმით, მზრუნველობით და სიყვარულით ედგა გვერდით ასეულობით ორსულს და მათ ოჯახებს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გზაზე..
მაია ექიმი მუდამ იქნება ჩვენი გუნდისა და პაციენტების გულებში როგორც სიკეთის, სითბოსა და თავდადების სიმბოლო.
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი გულითადად უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და პაციენტებს...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.