„წავიდა ქალბატონი ვანდა თავის მეუღლესთან, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან... წავიდა ჩემი ლევანიკოსგან ძალიან გულდაწყვეტილი, რომელსაც ერთი დღეც არ დავიწყებია ჩემი შვილი...“ - მელიტა ფურცელაძე

ფურცელაძე

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს, გარდაიცვალა ეპოქალური მომღერლის, რობერტ ბარძიმაშვილის მეუღლე, ვანდა ანთიძე.

„დღეს წავიდა ქალბატონი ვანდა თავის მეუღლესთან, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან. წავიდა ჩემი ლევანიკოსგან ძალიან გულდაწყვეტილი და გულდამძიმებული ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ დავიწყებია ჩემი შვილი.

წავიდა ძალიან სათნო და კეთილი ქალბატონი, რომელმაც ბატონი რობერტის გარდაცვალების შემდეგ ღირსეულად გააგრძელა მისი დაწყებული საქმე და უამრავი თაობა გაუზარდა ქართულ ესტრადას და საქართველოს, სწორ და მართალ გზაზე დააყენა ბევრი ახალგაზრდა, შეაყვარა ქართული სიმღერა და დღემდე ამ საქმეს აგრძელებდა ქალბატონ ნანა გოგიშვილთან ერთად. მარტო ანსამბლ „ბარძიმის“ ბიჭების ურთიერთობა და მეგობრობა რად ღირს, ამაში ხომ ქალბატონი ვანდას დიდი დამსახურებაა. 22 წელი გავიდა ბატონი რობერტის გარდაცვალებიდან და ამ წლების მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა ბიჭებთან ურთიერთობის გარეშე, რა თქმა უნდა ლევანიკოსთან ერთად. დიდი მადლობა ქალბატონო ვანდა. ყველას მაგიერ მე გიხდით მადლობას. უფალმა დაგიმკვიდროთ მარადიული სასუფეველი, ნათელში იყავით, ვალმოხდილი მიბრძანდებით“, – წერს მელიტა ფურცელაძე.