„მხოლოდ 19 წლის იყო..." - ცნობილია, მტკვარში გადავარდილი მანქანის მეოთხე მგზავრის ვინაობა
1747302345
რამდენიმე ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრები იყო განთავსებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა. ერთ-ერთ მისამართზე "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა.
ჩხრეკის დროს, შენობაში იყვნენ დაწესებულების თანამშრომლები და უფლებადამცველი. ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები სარეკლამო კომპანიაში მიმდინარეობდა. სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.
"ორგანიზაციის ადვოკატი ვარ, რომლის სახელწოდების დასახელებისგანაც თავს შევიკავებ, თუმცა სარეკლამო კომპანიაა, შემიძლია დავადასტურო. ჩხრეკა მიმდინარეობდა - აინტერესებდათ კომპანიის საქმიანობა და წაღებული აქვთ კომპიუტერული ტექნიკა. ინფორმაცია მეც არ მაქვს, თუმცა, არც უფლებამოსილება მაქვს, რომ გავამხილო ეს ინფორმაცია, ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვით," - განაცხადა ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები უწყებამ შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თბილისსა და ერთ-ერთ რეგიონში, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად ოთხი მუხლით მიმდინარეობს.