საფლავზე ჭიქით ალკოჰოლური სასმლის დატოვება კატეგორიულად არ შეიძლება - ეკლესიის მსახურის განმარტება
1759861758
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულ 51 წლის მამაკაცს, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო და გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ, ბათუმის "რეფერალურ" საავადმყოფოში გადაიყვანა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, 16 წლის გოგონა უკვე ბინაზე გაეწერა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით ცალმხრივად იყო გადაკეტილი.