მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსეთში ცნობილი რეპერის, პროდიუსერისა და ბიზნესმენის ტიმატის კომპანია Black Star, სავარაუდოდ, გაკოტრდა - როგორც უკრაინული მედია წერს, კომპანიიდან თანამშრომლებს მასობრივად ათავისუფლებენ.
კომპანიაში 1200-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მასობრივი შემცირებების მიზეზად ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.
ტიმატი არასდროს მალავდა პირად სიმპათიებს რუსეთის ხელისუფლების და კონკრეტულად ვლადიმირ პუტინის მიმართ. სიმღერა, რომელიც მან რეპერ საშა ჩესტთან ერთად შეასრულა, სახელწოდებით „ჩემი საუკეთესო მეგობარი“, რუსეთში ჰიტად იქცა. სიმღერის ტექსტში მეორდება ფრაზა „ჩემი საუკეთესო მეგობარი პრეზიდენტი პუტინია“.