ბოსტნეული, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
1752001368
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
„მომდევნო დღეების ამინდზე სუბტროპიკული ანტიციკლონი მოახდენს დიდ გავლენას, ამიტომ სიცხე „რეალური“ იქნება.
კვირის განმავლობაში +30 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა პროგნოზირებული.
სიცხის ტალღა კულმინაციას ხუთშაბათს – პარასკევს, 10-11 ივლისს მიაღწევს.
გათვლებით, ტემპერატურამ შესაძლოა დასავლეთის დაბლობზე +36…+38 გრადუსს მიაღწიოს, აღმოსავლეთის ბარში +32…+34 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო სანაპირო კურორტებზე +33…+35 გრადუსი. ასე, რომ უახლოეს დღეებში ამინდი ცხელი და ძირითადად მშრალი იქნება, მხოლოდ მთიან ზონაში შესაძლოა ლოკალიზდეს ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი. ასევე გაითვალისწინეთ, მზის ძალიან მაღალი აქტივობა და დამცავი საშუალებების გარეშე მოერიდეთ მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნას.” – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.