თბილისის რომელ უბნებში შეიძლება შეხვდეთ შხამიან გველებს - შოთა ზანდუკელი კონკრეტულ ადგილებს ასახელებს

გველი

თბილისის რომელ უბნებში შეიძლება შეხვდეთ შხამიან გველებს,- ამ თემაზე ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი "დილის LIVE" საუბრობს. 

„საქართველოში შხამიანი გველები, რა თქმა უნდა, გავრცელებულები არიან. ესენი გველგესლას წარმომადგენლები, მათ შორის გიურზა გახლავთ. გველგესლებს - კავკასიურ გველგესლას, ცხვირრქოსანსა და სხვებს - ძირითადად მთის ზონებში ვხვდებით. ისინი დაბლობიდან დაწყებული დაახლოებით 3000 მეტრამდე სიმაღლეზე ბევრგან შეგვხვდება. თბილისთან ყველაზე ახლოს კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გიურზაა. ​თბილისის მუნიციპალიტეტში, კოჯრის, მსხალდიდისა და წყულეთის მიმართულებით, ცხვირრქოსან გველგესლას ვხვდებით. თუმცა, ის ზონა უფრო ბუნებრივი არეალი და ველური ბუნებაა, რის გამოც იქაური ხალხი გველის არსებობას მიჩვეულია. აი, რაც შეეხება გიურზას, ეს გველი საქართველოში თავისთავად ყველაზე საშიშია. ის უფრო ჟღერადია და ყველამ იცის, რომ თუ გიურზაა, რაღაც საშიშია, ხალხს მისი ეშინია. მაგრამ, ეს მაინც ასე არ არის. გიურზა კი, შხამიანია, ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს მასიური გველია, რომლის ნაკბენიც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს",- ამბობს ზანდუკელი.