„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
1779647632
ქოლცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და "ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად წარიმართა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც მტკიცებულების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
ასევე, გადაწყდა რომ საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართება.
"ბრალდების მხარემ მოითხოვა შუამდგომლობით სხდომის დახურვა, ვინაიდან ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე არიან მოწმეები გამოკითხულები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან საგამოძიებო უწყებას ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ საკმაოდ მძიმე დანაშაულებრივ ქმედებებზე. ამ კონკრეტულ ქმედებაში, ბრალად წარდგენილი ქმედება არის ის, რომ ელისო კილაძე, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და თაღლითურ დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ამ მოწმეების უსაფრთხოება იყოს დაცული, საქმეში ფიგურანტი პირების გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ შესაძლოა მოწმეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა განხორციელდეს. ამიტომ, ამ ყველაფრის დაზღვევის მიზნით, ბუნებრივია, იმისათვის, რომ საქმეზე დადგეს განაჩენი და მოწმეებზე შეძლონ სასამართლოს მისცენ ჩვენება ზემოქმედების გარეშე, ბრალდების მხარემ, პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა,"- აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ ქოლცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით და გიორგი მიქაძეები.