როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად წარმოებული, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგებით, არასახარბიელო სურათი იკვეთება. თამბაქოს სტანდარტიზებული (ე.წ. სადა) შეფუთვით სავალდებულო ვაჭრობის რეგულაცია, რომელიც 2025 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა, მასშტაბურად ირღვევა,- ამის შესახებ ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალიანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სამი თვის განმავლობაში 600-მდე დარღვევა დაფიქსირდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევის საჯარიმო სანქცია 5000 ლარია, ბიუჯეტში ჯარიმების სახით 3 მილიონი ლარი უნდა შესულიყო. კანონდარღვევებთან დაკავშირებული გარემოებები გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ არსებობს კორუფციული გარიგების ჯაჭვი. სხვანაირად აუხსნელია, სავაჭრო ქსელებში ძველი, არასტანდარტიზებულად შეფუთული თამბაქოს პროდუქტებიც იყიდებოდეს და მონიტორინგის სამსახურს ერთსა და იმავე დამრღვევზე რამდენჯერმე უწევდეს აღმასრულებელი ორგანიზაციისთვის ინფორმაციის მიწოდება. თუ არა დაუსჯელობის სინდრომი, გაუგებარია სხვა რა უნდა უბიძგებდეს სავაჭრო ქსელის კონსულტანტს დაუფარავად გითხრას, რომ აქვთ „სიგარეტი ძველი შეფუთვით“ და დახლქვეშ კი არ მალავდნენ, პირდაპირ თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი, სპეციალური კარადიდან გაწვდიდნენ. თან, თაროს პირველ რიგში ჩამწკრივებული აქვთ სადა შეფუთვის გამოსახულებიანი ბარათები(არა თამბაქოს ნაწარმის კოლოფები) და მათ უკან ძველი შეფუთვის სიგარეტებია განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ კოლოფის დიზაინის შეცვლა 7 წლის განმავლობაში 4-ჯერ გადავადდა და ამის მიუხედავად, თამბაქოს ინდუსტრია კვლავაც მანიპულაციებს ეწევა.
კორუფციის შესახებ ეჭვებს აძლიერებს, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი წერილი (ქსელის სახელწოდებას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ), უფრო კი განკარგულება, სადაც მენეჯმენტი ქსელში შემავალ მაღაზიებს უცხადებს, კონკრეტული დისტრიბუტორისგან მიწოდებული, არასტანდარტული შეფუთვით წარმოებული თამბაქოს ნაწარმი მიიღოს და თუ სამართალდარღვევის ფაქტზე დაჯარიმდებიან, სრულ პასუხისმგებლობას პროდუქციის მომწოდებელი იღებსო?! გამოდის, სავაჭრო ობიექტის დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმას, 5000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენილი კომპანია, ან მათი დისტრიბუტორი გადაიხდის?!
- დოკუმენტი ნათლად ადასტურებს, როგორ ორგანიზებულად და სისტემატურად ირღვევა ქვეყნის კანონმდებლობა.
- ამასთან, თამბაქოს ინდუსტრიის კომპანიები გამუდმებით ცდილობენ პარლამენტზე ზეწოლას, რათა:
- შეასუსტონ სადა შეფუთვის რეგულაცია
- გადაავადონ უკვე მოქმედი ნორმის აღსრულება
იმ პირობებში, როდესაც მთავრობა უკვე შვიდი წელია არ ამტკიცებს დოკუმენტს, რომელიც სავალდებულოს გახდის თამბაქოს ინდუსტრიასთან ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობების გამჭვირვალობას, მსგავსი პროცესები კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესებს და ქმნის პირობებს ინდუსტრიის მანიპულაციებისთვის.
ამიტომაც მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს:
შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს არსებული კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება;
მთავრობამ გააძლიეროს მონიტორინგი, როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური რესუსრსების სახით, რათა ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად გამოვლინდეს დარღვევები;
მთავრობამ მიიღოს ზომები თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლისა და თამბაქოს კონტროლის კანონის მოთხოვნების აღსასრულებლად და დაამტკიცოს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც ინდუსტრიის ზეგავლენას შეზღუდავს და საქართველო, ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო რეიტინგებში სამარცხვინო ბოლო ადგილებიდან, ცივილური ქვეყნების რეიტინგებში გადაინაცვლებს;
ამასთან, აუცილებელია საზოგადოება იყოს ყურადღებით და შეატყობინოს კანონდარღვევის ფაქტების შესახებ შემოსავლების ან მონიტორინგის სამსახურებს და ამ ფორმით მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
ხელისუფლებისთვის, საკანონმდებლო იქნება თუ აღმასრულებელი, პრიორიტეტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, რომელიც ყველაზე ხარჯთეფექტურია და არა ისეთი ბიზნესის მხარდაჭერა, რომლის მიერ ქვეყნისთვის მოტანილი ეკონომიკური ზარალი ბევრად აღემატება ბიუჯეტში მათ მიერ შეტანილ გადასახადებს, რომ არაფერი ვთქვათ მწეველთა ნაადრევი გადარაცვალებით გამოწვეულ მორალურ ზიანზე, რომელიც შეუფასებელია“,- ვკითხულობთ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.