„ექვსოთახიანი ბინა ვიყიდე... ეს არის ჩემი ოცნების სახლი“ - თამო ვაშალომიძე სახლის კადრებს აქვეყნებს
1777492330
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვილაიათ ეივაზოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
უწყების ცნობით, ვილაიათ ეივაზოვმა სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.