1781210306
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. სტუმარს მისი უწმინდესობა ესაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხების განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემისა და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სიყვარულის მაგალითს წარმოადგენს.
ელჩმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცა, მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ქრისტიანობას დიდ პატივის სცემს, რადგან ქართველ და ებრაელ ერებს მრავალი საერთო ღირებულება აერთიანებთ.











