შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის შეჩერებისთვის, - განაცხადა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, პატრიარქი ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მისი მართვა და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება.
„პროცედურა, რომელიც სისხლდენის შეჩერებისთვის არის საჭირო, არის ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც ჩაუტარდა პაციენტს და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში, ეს არის ინტუბირებული მდგომარეობა. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში, ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა ორგანიზმს საშუალება მივცეთ, რომ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს“, - აღნიშნა სოფიო ასპანიძემ.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.