1755957588
სიონის საკათედრო ტაძარში ლევან გაჩეჩილაძის პანაშვიდზე პრეზიდენტი, პრემიერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

სიონის საკათედრო ტაძარში ლევან გაჩეჩილაძის პანაშვიდზე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მათ პატივი მიაგეს ლევან გაჩეჩილაძის ხსოვნას და მის ოჯახს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სამძიმარი.
ლევან გაჩეჩილაძეს რამდენიმე წუთში სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 20 აგვისტოს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თელავში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგო იპოვეს
1755955141

თელავში გაუჩინარებულ ახალგაზრდა გოგოს ეძებენ
1755952621