სინოდის სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა

ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ საორგანიზაციო საკითხებს, მათ შორის იმსჯელებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი.