1775159088
შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალი, მაღალტექნოლოგიური მოძრავი ლაბორატორიები შემთხვევის ადგილის დროული და მაღალკვალიფიციური დათვალიერების საშუალებას იძლევა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს
შეასრულებს დანაშაულის ოპერატიულად გახსნისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის პროცესში.
თავის მხრივ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა – თენგიზ სისაურმა განაცხადა, რომ განახლებული აღჭურვილობა და მოძრავი ლაბორატორიები მნიშვნელოვნად გააძლიერებს მტკიცებულებების სწრაფი ამოღებასა და პირველადი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონული დანაყოფებისთვის, ახალი ავტომობილები და ორი ერთეული თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორია შეიძინა. მოძრავ ლაბორატორიებში ინტეგრირებულია: სპეციალური სამუშაო სივრცეები და სათავსოები, დაქტილოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური კვლევის აღჭურვილობა და ქიმიურ-რადიაციული მიმართულების თანამედროვე აპარატურა.











