სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე შიომ 20 ხმა მიიღო, მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა 7-7

მეუფე

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი ექვსი პრეტენდენტიდან შეარჩიეს.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

სამი კანდიდატიდან საბოლოოდ პატრიარქს გაფართოებული საეკლესიო კრება ფარული ხმის მიცემით შეარჩევს.

გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

გაფართოებული საეკლესიო კრება 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.