სასაზღვრო პოლიციაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, პროექტის „შესაძლებლობების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოსთვის“ (GT&S) ფარგლებში, მდგრადობის სამუშაო ჯგუფის (SWG) რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები, დავით ბიწკინაშვილი, გივი გორდაძე და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი სტეფანი პენინგტონი, DTRA-ს პროექტების მენეჯერი - ემით მალოუნ სტივერსონი და DTRA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დევიდ ქენედეი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს DTRA- ს მიერ სასაზღვრო პოლიციისათვის გადმოცემული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების საკითხები. ასევე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.