შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ნათურა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს 10:30-იდან 20:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი და მიმდებარე ტერიტორიაზე, 10:40-იდან 19:00 საათამდე - სოფლებში: ჩინთი, ახალციხე, დოლოშა, გურგალველი, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში.

11:50-იდან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფ. გლდანის გიორგიწმინდის დასახლებაში, დავით აღმაშენებლის, სოხუმის, სანდრო კანდელაკის, წერეთლის, ჭავჭავაძის, გაგრის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:40-იდან 11:45 საათამდე და 15:55-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი, წილკანი, არაშენდა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

12:00-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ჩარდახი.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.