1749577630
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტი უზრუნველყოფს ცხოველისა და მისი მეპატრონის იდენტიფიკაციის ვალდებულებას, რეგულირდება მეპატრონეების მიერ შინაური ცხოველების უკონტროლო მოშენება.
კანონის ამოქმედების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაციის პროცესიც.
ცვლილებების მიხედვით, შინაური ცხოველები სპეციალური ჩიპისა და საჭდის მეშვეობით ერთიან მონაცემთა ბაზაში აღირიცხებიან, რაც მათი და მეპატრონის მიკვლევადობას უზრუნველყოფს. ყველა მეპატრონე კი, ვინც ოთხფეხა მეგობარს უდიერად მოეპყრობა და ქუჩაში გასაგდებად გაიმეტებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს