„შიმშილობს...“ - შვილიშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ქალის შვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ლაივი

შვილიშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ქალის შვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ახალგაზრდა ქალის თქმით, დაკავებული შიმშილობს და ბრალს არ აღიარებს. 

„ექსპერტიზამ არ დაადასტურა, რომ ბავშვი ნაცემია. ის ხმა, რაც ვიდეოში ისმის, დარტყმის, რეალურად ძალიან მძაფრია. ის დარტყმა რომ განხორციელებულიყო, ხელი უნდა იყოს მინიმუმ ჩალურჯებული. ბავშვს არანაირი დარტყმის კვალი არ ეტყობა, არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ფიქსირდება. შესაბამისად, ის განცხადება, რომ ბავშვი არის რტყმევის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, არის უარყოფილი. ასევე უარყოფილია, რომ ბავშვი უნდა ჩამომერთვას. 

რაც შეეხება ბილწსიტყვაობას ბავშვის მიმართ, ეს არ ითვალისწინებს ციხეს, ამაზე შეიძლება დაუწერონ ჯარიმა და 1 თვე შემაკავებელი.

ნინო საჭმელს ისევ არ ჭამს. სასამართლოს ველოდები. ბებია და შვილიშვილი სასამართლოზე შეხვდებიან ერთმანეთს“, - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.

თავად, ბიჭი, რომელმაც პოლიციაში დარეკა ჰყვება, რომ კადრები, რომელიც ნახა - მძიმეა.