„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ძლიერ მიწისძვრასთან ერთად, თურქეთში უამინდობაა - მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, სტამბოლში დღეისთვის დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა, მათ შორის იყო ფრენები თბილისის მიმართულებით.
საუბარია "პეგასუსის" ორ ავიარეისსა და "თურქეთის ავიახაზების" ორ ფრენაზე. ყველა მათგანი გოგჩენის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამბობენ, რომ სხვა რეისებზე შეფერხებები არ არის, შესრულდება შუა დღის რეისები. ფრენების გადადებასთან ერთად, უამინდობის გამო სტამბოლსა და ანკარაში დღეს დახურული იქნება სკოლებიც.