1782072928
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს 10:00 საათიდან შეეძლებათ.
გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარმოდგენა. საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო.
ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია online.naec.ge -ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ბარათის ამობეჭდვა ნებისმიერ დროს, მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაშია შესაძლებელი.











