ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
1782108621
ირანის ომი პენტაგონს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ინფორმაციას CNN-ი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ეს ციფრი მოიცავს საბრძოლო მასალის, განადგურებული ტექნიკისა და სამხედრო ბაზებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს. თუმცა, მასში არ შედის საოპერაციო ხარჯები, რომლებიც სამინისტროს 2026 ფისკალური წლის ბიუჯეტში უკვე იყო გათვალისწინებული და 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების ძირითადი ტვირთი თავდაცვის დეპარტამენტზე მოდის, CSIS-ის წინასწარი მონაცემებით, კონფლიქტი სხვა უწყებებს, მაგალითად, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს, 1 მილიარდი დოლარი დაუჯდათ.
ამასთან, მომხმარებლებისთვის ბენზინის ფასი მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული საშუალო მაჩვენებლიდან, რომელიც ერთ გალონზე 3 დოლარზე ნაკლებს შეადგენდა, ომის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 4 დოლარს გადააჭარბა.