„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ნორვეგიაში ვიზიტის დროს, საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას დასავლური საზოგადოების სოლიდარობა დღეს ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს.
ოსლოში ოფიციალური სტუმრობის დროს, საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ნორვეგიის მეფეს და პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა.