1781210306
შალვა პაპუაშვილი: მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ
აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000-წლოვანი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ.
„ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთან დავათვალიერეთ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის მიმდინარე პროცესი. აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000-წლოვანი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორია. აქ მისცა დასაბამი წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქართულ ეკლესიას, რომელიც ორი ათასწლეულია ჩვენი იდენტობის საფუძველია. აქ ინახებოდა აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ქართველი ხალხის განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანს წარმოადგენდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313











