„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
საქართველოში საკარანტინე სივრცეები უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდ სასტუმროები. დღეიდან სასტუმროებში ინფიცირებულთა შეყვანა უქმდება. ასევე უქმდება თერმოსკრინინგისა და დეზობარიერების ვალდებულება. ამასთან, სასტუმროებს მიეცემათ საშუალება მომსახურება გაუწიონ საკუთარ სტუმრებს ბუფეტით“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.