საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი

კვარაცხელია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მივულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი, ეს გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადვაუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალების, რომლებსაც ის კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, სამომავლოდაც დიდი წარმატებები ვუსურვო.

ჩვენ გვაქვს ტრადიცია. როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას გასულ წელს აქვს მიღებული ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მინდა, წარვადგინოთ ის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.