„საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება გახლავთ, ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ ვართ პატრიარქის, ილია მეორის თანამედროვე“ - როინ მეტრეველი

როინ მეტრეველი

„მეორე დღეა, რაც გარდაიცვალა და უკვე სხვანაირად შევაფასეთ ჩვენ ეს კაცი და ამ პოზიციიდან, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება გახლავთ,“- ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, „რუსთავი 2-ის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„იყო არა მხოლოდ საეკლესიო მოღვაწე, არამედ სახელმწიფო მოღვაწე, თუნდაც პოლიტიკოსი. მის პოლიტიკურ საქმიანობაში მე მიმიღია მონაწილეობა, მის გვერდით ვყოფილვარ ყველაზე რთული დრო, როცა იყო. ჩვენ უნდა ვიამაყოთ მისით. ფილიპე მაკედონელს შეეძინა შვილი ალექსანდრე და დიდი ზეიმი გამართა, ოღონდ აღარ დაასრულა ეს ზეიმი. ერთმა მეგობარმა უთხრა, რა მოგივიდა ასეთი, ბიჭი რომ გეყოლა ეს გაგიხარდაო? - არაო, უპასუხა, არისტოტელეს თანადროული კაცი არის ის და ეს მიხარიაო. ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ ვართ პატრიარქის, ილია მეორის თანამედროვე,“ - აღნიშნა როინ მეტრეველმა.