წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1786991120
საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ამა წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის (ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე) ტაძარში მოღვაწე მონაზონი ეფემია (ასათიანი).
მონაზონი ეფემია დაიკრძალება ოთხშაბათს, 19 აგვისტოს, 14:00 საათზე ამავე ტაძრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ეფემიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი ეფემია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.