1745863963
სამტრედიაში გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებებით 23 წლის ქალი გარდაიცვალა

სამტრედიაში 23 წლის ლანა დარჯანია გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ახლობლების თქმით, ოპერაციის შემდეგ ლანას ტკივილები ჰქონდა, რასაც სისხლდენა მოჰყვა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ოპერაციას, რომელიც 19 ოქტომბერს ჩატარდა, არანაირი გართულება კლინიკაში არ მოჰყოლია, ოპერაციამდე კი პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა.
ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.