„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
"ტრაგედია ტრიალებს... დაღუპული 19 წლის ახალგაზრდაა... ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. გამძლეობა ოჯახს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. შეგახსენებთ,სამტრედია- აბაშის მონაკვეთზე უმძიმესი ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს, ოთხი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.