Samsung SmartThings Hub - მართე სახლის ჭკვიანი ტექნიკა ტელევიზორის ეკრანიდან

Samsung SmartThings Hub - მართე სახლის ჭკვიანი ტექნიკა ტელევიზორის ეკრანიდან

რატომ Samsung TV? – ჭკვიანი სახლის მართვის ცენტრი

დღეს ტელევიზორი მხოლოდ გასართობი მოწყობილობა აღარ არის – ის უკვე ჭკვიანი სახლის გულშია. Samsung-ის ტელევიზორზე შენ შეგიძლია ,არა მხოლოდ ფილმების და შოუების საოცარი ხარისხით ყურება, არამედ SmartThings Hub-ის წყალობით ყოველდღიური ცხოვრებაც უფრო კომფორტული გახადო.

წარმოიდგინე: საყვარელ სერიალს უყურებ და ამ დროს ოთახში ტემპერატურის შეცვლა გინდა – ამისთვის პულტის მოძებნა კი არა, ადგომაც კი არ მოგიწევს. ყველაფერი შეგიძლია შენი სმარტფონიდან და ტელევიზორის ეკრანიდანვე გააკონტროლო.
SmartThings – შენი კომფორტის პარტნიორი
Samsung-ის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი SmartThings უკვე წლებია ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ჭკვიან მოწყობილობას და მათ მართვას მაქსიმალურად ამარტივებს. ახლა კი, როცა მთავარი მართვის ცენტრი შენს ტელევიზორშია, კომფორტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

Samsung TV-ის საშუალებით შეგიძლია აკონტროლო:
• კონდიციონერი – სახლში მისვლამდე სასურველ ტემპერატურაზე დაყენება
• სარეცხის მანქანა – შეამოწმო, დასრულდა თუ არა რეცხვა
• რობოტი მტვერსასრუტი –გააქტიურო წინასწარ, რათა სუფთა სახლი დაგხვდეს
• სხვა ჭკვიანი ტექნიკის მართვა – სმარტფონის ან QR კოდის გაზიარებით ოჯახთან დაახლოებულ ადამიანებთან
რატომ Samsung TV?
✔ საოცარი გამოსახულება და სურათის ხარისხი
✔ თანამედროვე დიზაინი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს უხდება
✔ SmartThings – ჭკვიანი სახლის მართვის ცენტრი პირდაპირ ტელევიზორის ეკრანზე
✔ მარტივი ინტეგრაცია Samsung-ის და სხვა ბრენდების ჭკვიან მოწყობილობებთან
Samsung TV მხოლოდ გასართობი მოწყობილობა აღარ არის – ის არის შენი ჭკვიანი სახლის მთავარი ეკრანი, რომელიც ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს და ინოვაციურს ხდის.
 
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. SmartThings აპლიკაცია სრულიად შეცვლის შენს ყოველდღიურობას. აპლიკაციაში ჩაშენებული SmartThings Hub-ის დახმარებით, შეგიძლია შენი სმარტ ტელევიზორის ან მონიტორის ეკრანზე ნახო სახლის 3D რუკა, შეამოწმო ყველა დაკავშირებული მოწყობილობა და საჭიროების შემთხვევაში სულ რამდენიმე წამში შეცვალო მათი მუშაობის სტატუსი.

პრინციპი მარტივია: SmartThings აპლიკაციაში Samsung-ის სმარტ ტელევიზორის ან მონიტორის დამატების შემდეგ, გააქტიურე SmartThings Hub და დაამატე თავსებადი მოწყობილობები. ჭკვიანი ტექნიკის ტელევიზორიდან მართვისთვის, შეგიძლია გამოიყენო დისტანციური მართვის პულტი ან შენივე სმარტფონი - SmartThings აპლიკაცით.

SmartThings Hub-ის გააქტიურება ასევე შესაძლებელია SmartThings Dongle-ის USB პორტთან დაკავშირებით. SmartThings Hub-ის გააქტიურების და მოწყობილობების დამატების შემდეგ, შეგიძლია შეხვიდე 3D View-ში და შენ წინ სახლის ჭკვიანი მოწყობილობები კატეგორიების მიხედვით ჩამოიშლება. ასე რომ, ახლა უკვე შეგიძლია ტელევიზორთან მოკალათებულმა ჩართო ან გამორთო განათება სახლში, დაარეგულირო ტემპერატურა, შეამოწმო ტექნიკის მუშაობის სტატუსი, დაათვალიერო უსაფრთხოების კამერები და მართო შენი სახლის ტექნიკა კიდევ უფრო მარტივად. Samsung-ის ტელევიზორების შეძენა, მის ოფიციალურ პარტნიორთა მაღაზიებეს ქსელებში შეგიძლიათ: ალტა, ელიტი, მეგატექნიკა და კონტაქტ ჰოუმი