VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
სამების საკათედრო ტაძარში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ოჯახთან ერთად მივიდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.
მსვლელობა საპატრიარქოდან დაახლოებით ერთი საათის წინ, წმინდა სინოდის 2-საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ დაიწყო. საავტომობილო გზა, ხალხმრავლობის გამო, დილიდან გადაკეტილი იყო, მიღებულია უსაფრთხოების ზომები.
საპატრიარქოსთან, ისევე როგორც სამების საკათედრო ტაძარში, დილიდან შეკრებილები არიან მოქალაქეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღეს, სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების მიერ განისაზღვრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღე და ცერემონიის დეტალები - უწმინდესსა და უნეტარესს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
დღეს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.