ტულსი გაბარდი: სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, გასული წლის განმავლობაში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში უპირატესობას ინარჩუნებდა

ტულსი გაბარდი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ სადაზვერვო საზოგადოების ბოლო შეფასებები გააჟღერა. მისი განცხადებით, გასული წლის განმავლობაში რუსეთმა საომარ მოქმედებებში უპირატესობის შენარჩუნება შეძლო.

გაბარდის განმარტებით, ვიდრე კონკრეტული შეთანხმება არ იქნება მიღწეული, მოსკოვი, სავარაუდოდ, კვლავ განაგრძობს ნელი ტემპის, გამომფიტველი ომის წარმოებას.

„სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, გასული წლის განმავლობაში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში უპირატესობას ინარჩუნებდა. მოსკოვი, სავარაუდოდ, გააგრძელებს ნელ, გამომფიტველ ომს მანამ, სანამ არ ჩათვლის, რომ მის მიერ დასახული მიზნები მიღწეულია ან სანამ შეთანხმება არ შედგება“, - აღნიშნა გაბარდმა.