1753214676
„სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ხაზზე, ერთ-ერთი მგზავრი „ვაჟა-ფშაველას“ მიმართულებით გვირაბში გაიქცა - რა ხდება ადგილზე

მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" ხაზზე, ერთ-ერთი მგზავრი ლიანდაგებში ჩახტა და "ვაჟა-ფშაველას" მიმართულებით გვირაბში გაიქცა.
როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შესაბამისმა სამსახურებმა, მგზავრის უსაფრთხოების მიზნით ძაბვის მიწოდება დროულად შეაჩერეს და აღნიშნული პირი უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
აღნიშნული ფაქტის გამო, მეტროს მუშაობა 18 წუთით იყო შეფერხებული. ამ ეტაპზე კი პრობლემა აღმოფხვრილია და საბურთალოს ხაზზე, მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.