პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ არის გადაყვანილი. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პალატაში იმყოფება.
ცოტა ხნის წინ, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.
რაც შეეხება „ვივამედის„ კლინიკური დირექტორის განცხადებას, მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გადმოცემით მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და დაეცა. ის ამბობს, რომ ფაქტს ექთანი არ შესწრებია და მიხეილ სააკაშვილს დაზიანებები არ აქვს.