1755671335
რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტის ახალი საფარი გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე, 11 შიდა ეზოში დაიგება, განახლდება შიდა კვარტალური გზებიც.
სარეაბილიტაციო გზის საერთო ფართობი 21 400 კვადრატული მეტრია. გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი. გათვალისწინებულია ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობაც. ამ ეტაპზე ასფალტის პირველ ფენას აგებენ.
პროექტის ღირებულება 848 140 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში 65 000 კვ/მ ფართობზე მოეწყობა.