საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
1753447800
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში An-24-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელზეც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედია წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.
„სამძებრო სამუშაოების დროს Росавиация-ს Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა თვითმფრინავის ფიუზელაჟი აღმოაჩინა, რომელსაც ცეცხლი აქვს მოკიდებული. მაშველები შემთხვევის ადგილისკენ მიღწევას ცდილობენ“ - ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.
თვითმფრინავი, რომელსაც ციმბირის რეგიონში დაფუძნებული ავიაკომპანია Angara მართავდა, რადარებიდან მაშინ გაქრა, როცა იგი ამურის რეგიონში დანიშნულების ადგილს, ქალაქ ტინდას მიუახლოვდა.
რეგიონის გუბერნატორმა, ვასილი ორლოვმა აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, ბორტზე იმყოფებოდა 43 მგზავრი, მათ შორის ხუთი ბავშვი, და ექვსი ეკიპაჟის წევრი.