მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
მგზავრი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში ჩავარდა. უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის მეტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
თბილისის მეტროს მუშაობა ამ დროისთვის ნაწილობრივ აღდგენილია. საგამოძიებო მოქმედებების გამო დაკეტილია მხოლოდ „თავისუფლების მოედანი“.
„მგზავრი უკვე ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა ბიჭია, რის გამოც მეტრო გავაჩერეთ. რაც მთავარია, ცოცხალია. ამჟამად გადაყვანილია კლინიკაში. მეტრო ნაწილობრივ გაიხსნა. დამატებით რა მოხდა, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს“,- აცხადებენ „თბილისის მეტროში“.