მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. შემთხვევა ავტობუსში, გვიან ღამით ჭავჭავაძის გამზირზე სხვა მგზავრების თვალწინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რასაც შემდგომ იარაღის გასროლაც მოჰყვა და ერთმა მგზავრმა მეორე დაჭრა.
მომხდარზე უკვე დაკავებულია 65 წლის მამაკაცი. დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი, მას ქირურგიული ჩარევაც დაჭირდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 2 მუხლით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება.