„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
23 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დედაქალაქში დღისით ჰაერი დაახლოებით +20, +21 გრადუსამდე გათბება. დღის პირველ ნახევარში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, საღამოს კი ღრუბლიანობა მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმისა და ელჭექის გამო მოსახლეობას ამინდის ცვლილების გათვალისწინება მართებს.