ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
როგორ მივხვდეთ, რომ გულის პრობლემა გვაქვს, როცა სიმპტომებს ვერ ვგრძნობთ - აქტუალურ თემაზე კარდიოლოგი ნინო ბაზღაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.
„გულმკერდის არეში ტკივილი უშუალოდ გულის მიზეზით გამოწვეული კარდიოლოგიური ნოზოლოგია ყოველთვის არ გახლავთ. ამიტომ აღვნიშნავთ, რომ თუ ტკივილი მწვავედ წარმოიქმნა, თქვენი ყურადღება მიიპყრო, წარსულში მსგავსი ეპიზოდი არ ყოფილა, დროში მინიმუმ 15-20 წუთი გახანგრძლივდა და სტანდარტული ქმედებებით მისი კუპირება, ანუ ალაგება ვერ მოხერხდა, კარდიოლოგს აუცილებლად უნდა მიმართოთ. არსებობს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების რიგი, რის საფუძველზეც უშუალოდ სპეციალისტი გადაწყვეტს - ეს ისეთი მომენტია, რომელიც გულს უნდა დავუკავშიროთ და საბოლოო დიაგნოზის დასასმელად დამატებითი კვლევები ჩავატაროთ, თუ პაციენტი სხვა დარგის სპეციალისტთან გადამისამართებას საჭიროებს“, - ამბობს ნინო ბაზღაძე.