„რატომ გგონიათ, რომ უკვდავები ხართ და არაფერი მოგივათ?“ - სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება

მანანა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე მანქანის ზემოთ ზის და მაღალი სიჩქარით მოძრაობს. ვიდეო საქართველოშია გადაღებული.

"რატომ გგონიათ რომ უკვდავები ხართ და თქვენ არაფერი მოგივათ?

ან რატომ გინდებათ მანქანის საჭესთან ცანცარი და თქვენი კომპლექსების მარიაჟობით გადაფარვა?

გზა არის საერთო მოხმარების ადგილი და ყველა ვალდებულია დაიცვას წესები.

სასაფლაოებზე ადგილი აღარ არის, სულ ახალგაზრდობაა დაკრძალული და ცოტა გონებას მოუხმეთ.

შენ შეიძლება არ დაეჯახო, მაგრამ სხვა დაგეჯახოს და ადგილზე დაგტოვოს გვამი, გიღირთ ეგეთი ცანცარი სიცოცხლის ფასად? " - წერს მოქალაქე "ფეისბუქ" ჯგუფში ქალაქის პრობლემები" და ვიდეოს აზიარებს.