დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
რატომ არ არის რეკომენდებული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადება? - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ავრცელებს.
„ბოტულიზმი — სურსათით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომელსაც იწვევს Clostridium botulinum-ის მიერ გამოყოფილი ძლიერი ნეიროტოქსინი.
ტოქსინი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების პარალიზს, რაც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.
როგორ ხდება დაბინძურება?
ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება ნიადაგსა და წყალში, საიდანაც მარტივად გადადის საკვებზე, განსაკუთრებით:
• არასათანადოდ გარეცხილ ბოსტნეულზე
• არასწორ ტემპერატურაზე დამუშავებულ პროდუქტებზე
Clostridium botulinum არის ანაერობი — ანუ უჟანგბადო გარემოში (მაგ. კონსერვებში) იწყებს აქტიურ გამრავლებას და ტოქსინის გამოყოფას.
ბაქტერია თავად არაა საშიში, მაგრამ უჟანგბადო პირობებში წარმოქმნილი ტოქსინი — უკიდურესად მავნებელია.
მაღალი რისკის საკვები პროდუქტები:
სახლის პირობებში კონსერვირებული ბოსტნეული;
შებოლილი ან ნედლი თევზი;
თაფლი (განსაკუთრებით ჩვილებისთვის!);
კონსერვირებული ღორის ხორცი, ლორი;
სიმინდის სიროფი;
ალუმინის ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილი;
სტაფილოს წვენი;
სიმპტომები – იწყება მიღებიდან 12–72 საათში:
• გაორებული ან ბუნდოვანი მხედველობა
• ყლაპვის გაძნელება
• ქუთუთოების მოდუნება
• სუნთქვის გაძნელება
• ზოგადი სისუსტე
დაბინძურებულ საკვებს არც გემო ეცვლება და არც სუნი აქვს, ამიტომ იდენტიფიცირება შეუძლებელია ვიზუალური ან სენსორული გზით!“, - წერს ირაკლი არაბული.