1692302192
რას ამბობს კახა კალაძე ლევან თედიაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

თბილისის მერი კახა კალაძე ცნობილი ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
კალაძის თქმით, ლევან თედიაშვილზე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” გრანტიდან ყოველთვიურად 1 500 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან - ყოველთვიურად 2 000 ლარი გაიცემა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა თამარ მოლაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლეგენდარული მოჭიდავის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერდა და იქვე აღნიშნავდა, რომ თედიაშვილი მარტო, „ყველასგან მიტოვებული“ იყო.

მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773